წესები და პირობები:

 

1. ზოგადი წესები და პირობები:

1.1 აღნიშნული წესები არეგულირებს ურთიერთობას ერთის მხრივ, შპს „ეისთორი“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც a-store.ge, A-Store, კომპანია ან გამყიდველი) და მეორეს მხრივ, მომხმარებლებს (შემდგომში მოხსენიებული როგორც მყიდველი) შორის.

1.2 ვებ-გვერდით სარგებლობისას თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 18 წლის და მეტის, ან გაქვთ ნებართვა შესაბამისი პირებისგან ისარგებლოთ ვებ-გვერდის მომსახურებით და განკარგოთ გადახდები.

1.3 A-store.ge-ის ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს წესები და პირობები.

1.4  A-store.ge-ით სარგებლობის შემთხვევაში მომხმარებელი ეთანხმება მოცემული შეთანხმების წესებს და პირობებს და კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

 

2. რეგისტრაცია და ავტორიზაცია:

2.1 შეკვეთის გაფორმება შეუძლია როგორც რეგისტრირებულ, ასევე არარეგისტრირებულ მომხმარებელს.

2.2 მომხმარებელს საკუთარი ანგარიშის რეგისტრაციისას ენიჭება უნიკალური ნომერი, რომელზეც შესაძლებელია თანხის დარიცხვა ნებისმიერი visa/mastercard ბარათიდან.

2.3. რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას საკუთარი ანგარიშის უსაფრთხოება და კონფედენციალურობა.

2.4 კომპანია არ იღებს ვალდებულებას სხვა პირის მიერ არასანქცირებულად მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებაზე

2.5 მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებელს აქვს ქულების დაგროვების და გამოყენების შესაძლებლობა

2.6 დაგროვილი ქულების რაოდენობის ნახვა შესაძლებელია თქვენი პირადი პროფილის გვერდზე

 

3. ვებ-გვერდზე შეძენა და ანგარიშსწორება:

3.1. შეკვეთის გაფორმება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს;

3.2. ჩვენი ვებ-გვერდი შეკვეთებს იღებს 24 საათის განვალობაში;

3.3. პროდუქტის შეძენისას მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს უტყუარი ინფორმაციის მოწოდება, რათა მოხდეს შეკვეთის ზუსტ ადრესატთან მიწოდება

3.4. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გადაიხადოს შემდეგი გადახდის მეთოდებით: 

  • გადახდა კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორებით;
  • პლასტიკური ბარათით;
  • მომხმარებლის პირადი ბალანსით;
  • ბონუს ქულებით;
  • ონლაინ განვადებით;

3.5. ონლაინ გადახდა ხორციელდება უსაფრთხო გადახდების სისტემით, რაც უზრუნველყოფს თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალურობას;

3.6. პროდუქციის შეკვეთისთანავე მომხმარებელი მიიღებს ავტომატურ დასტურს ელ.ფოსტის და  სმს შეტყობინების საშუალებით;

 

4. მიწოდების სერვისი:

4.1. A-STORE ვალდებულია მიაწოდოს მყიდველს შეძენილი ნივთი დათქმულ ვადებში;

4.2. დათქმულ ვადებში შეთანხმების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში გამყიდველი ახდენს ამის შესახებ მყიდველის ინფორმირებას და შეუძლია შესთვაზოს საქონლის შეცვლა ექვივალენტურ ფასში;

4.3. მიწოდების მისამართის ცვლილების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დროულად უზრუნველყოს ინფორმაციის მოწოდება;

4.4. რეგისტრირებულ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა პირად კაბინეტში შეკვეთების გვერდიდან განახორციელოს ზარი კურიერთან;

4.5. მომხმარებელი თავად ირჩევს ნივთის მიღების დღეს შეკვეთის გაფორმებისას:

4.5.1. ექსპრეს საკურიერო მომსახურებით თბილისში შეგიძლიათ ისარგებლოთ ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით: (ფასი 5 ლარი)

  • 12:00 საათამდე შეკვეთილ ნივთს მიიღებთ იმავე დღეს;
  • 12:00 საათის შემდეგ შეკვეთის შემთხვევაში, ნივთს მიიღებთ შემდეგი 24 საათის განმავლობაში;

4.5.2. ექსპრეს საკურიერო მომსახურება რეგიონებში მოქმედებს ყოველ სამუშაო დღეს, ტრანსპორტირების დრო: 1-3 სამუშაო დღე (ფასი 9 ლარი):

  • 12:00 საათამდე მიღებული შეკვეთები გამოიგზავნება იმავე დღეს
  • 12:00 საათის შემდეგ შეკვეთილი ნივთი გამოიგზავნება შემდეგი 24 საათის განმავლობაში

5.  კონფიდენციალურობა

ჩვენი ონლაინ მაღაზიით სარგებლობისას თქვენ მიერ მოწოდებული პირადი ინფორმაცია  ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც წვდომა აქვს მხოლოდ პერსონალსა და მომხმარებელს პირადი მონაცემების შეყვანის შემთხვევაში.

კომპანია მკაცრად დაიცავს პერსონალური მონაცემების და პირადი ინფორმაციის კონფედენციალობას და არ გადასცემს მესამე პირს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაცია ჩვენგან გადაეცემა საკურიერო კომპანიას შენაძენის მიტანის მიზნით, ან  კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6. პროდუქტის უკან დაბრუნება/შეცვლა

6.1 დაბრუნება ნებისმიერი მიზეზით: 

6.1.1. მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ნივთის დაბრუნება/შეცვლა ნებისმიერი მიზეზით შეკვეთის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ:

  • მომხმარებელი უზრუნველყოფს ნივთის უკან დაბრუნებას A-Store-ის საწყობში ან ფილიალში 5 კალენდარული დღის განმავლობაში მისივე ხარჯებით;
  • თუ პროდუქტი არ არის გამოყენებული, არ არის დაზიანებული, შენარჩუნებულია მისი პირვანდელი იერსახე;

6.2 ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წესი:

6.2.1. კომპანია A-Store უზრუნველყოფს პროდუქტის უკან დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯებს, იმ შემთხვევაში, თუ:

  • პროდუქტი განსხვავდება ვებ-გვერდზე აღწერილი/ნაჩვენები პროდუქტისგან;
  • პროდუქტს აღმოაჩნდება ქარხნული წუნი;

6.3 თანხის უკან დაბრუნება:

6.3.1. თანხის უკან დაბრუნება მოხდება ნაღდი ანგარიშსწორებით ან საბანკო გადმორიცხვით, ნივთის საწყობში დაბრუნებიდან არაუგვიანეს 48 საათისა;

7. კომპანიის უფლებები და ვალდებულებები:

7.1. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს წესები და პირობები;

7.2. A-Store იტოვებს უფლებას რეგისტრირებულ მომხმარებელს სმს ან ელ-ფოსტის მეშვეობის მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია;

7.3. კომპანია იღებს ვალდებულებას მიაწოდოს ნივთი მომხმარებელს მისივე არჩეულ დღეს, ან შეუძლებლობის შემთხვევაში, შეატყობინოს მომხმარებელს და შესთავაზოს თანხის უკან დაბრუნება;

8. საავტორო უფლებები:

8.1 A-store.ge - ზე განთავსებული ყველა სახის დიზაინი, ტექსტი, გრაფიკა, თუ ფოტო დაცულია შპს „ეისთორის“ საავტორო უფლებით და მკაცრად აკრძალულია მისი სხვა ვებ-გვერდზე გადატანა ან ნებისმიერი სხვა სახით გამოყენება.

 

0
არ ხარ რეგისტრირებული?
რეგისტრაცია
დაგავიწყდა პაროლი?
პაროლის აღდგენა